ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2019 წლის 27 ივნისს 11:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 აპრილის N17 განკარგულების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის ანგარიშის მოსმენა გაწეული მუშაობის შესახებ.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი).