ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2019 წლის 30 აგვისტოს 11:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1.„ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის
შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2.„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
3.„სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლისთვის ილია ქვარცხავას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
4.,,ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარით) აუქციონის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
5.„ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
6.„ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: შ. კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი).