ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2019 წლის 26 სექტემბერს 11:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
1. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი).