ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2021 წლის 25 თებერვალს 11:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ანტონ ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
2.„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გოჩა ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: თანამომხსენებელი: ზვიად ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)
3.„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: თეა გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);