ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2023 წლის 30 ნოემბერს 11 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ლევან ქავთარაძე - ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის
საბჭოს თავმჯდომარე);
თანამომხსენებელი: თამუნა სიჭინავა - ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის
საბჭოს მდივანი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ’’ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ანტონ ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
3. ,,ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით), პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ’’ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ანტონ ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
4. „ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების პრობლემის შესახებ“ პეტიციის წესით წარმოდგენილი საკითხის შესწავლა, განხილვა და გადაწყვეტის თაობაზე“;
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
5. საკრებულოს წევრის მალხაზ იოსავას მოხსენება.