ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2024 წლის 18 ოქტომბერს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში. სხდომის დღის წესრიგი:
1.„ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ანტონ ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: გამოღმა და გაღმა ქარიატის ქუჩების სახელდების შესახებ “ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: გია ჩაბალუხა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საჭანიოს უბანში N 4 ქუჩისთვის ნინი კონჯარიას სახელის მინიჭების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: გია ჩაბალუხა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი).