ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2025 წლის 30 ივლისს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2025 წლის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: შოლინა კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის,
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი);
4. „ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დღვაბის უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: გია ჩაბალუხა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური უფროსი);
5. „ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში შოთა რუსთაველის ქუჩის პირველი შესახვევისთვის სპარტაკ ბუკიას ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
6. „ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებულ N1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
7. „ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას ქუჩის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: გია ჩაბალუხა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური უფროსი);
8. ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის იანვარ - ივნისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა.
(მომხსენებელი: დავით ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი).