განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2020 წლის 5 ოქტომბერს 11:30 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. სხოდმის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილებაში პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ჯ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის
განყოფილების უფროსი).