ხობის მუნიციპალიტეტის მერის წინადადების საფუძველზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2021 წლის 10 აგვისტოს 11:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1.„ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვარაზ გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: დავით ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2.ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვარაზ გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ჯენეტ ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის
განყოფილების უფროსი);
3.„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს და თვითმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ვარაზ გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: მარინა რუხაძე - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი).