ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 28 ოქტომბერს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი:
1. „ფრაქცია „ხობის“ რეგისტრაციის შესახებ „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ოქტომბრის N85 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი)
3. „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი)
4. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ჯ. ბერაია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი)
5. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)