ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, დასახლების უბანში, ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიაზე ხორციელდება გარე განათების მოწყობითი სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. „ხობი დასუფთავება და განათება“ აწარმოებს, აღნიშნულის ფარგლებში ობიექტზე გაყვანილ იქნა 350 მ. სადენი, მონტაჟდება 11 ლამპიონი.
მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ლევან ლიპარტია გაეცნენ, ისინი ყოფილი ტექნიკუმის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდენენ და განიხილეს ყველა ის პრობლემური საკითხები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე.