12 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
შპს „ფაზის ოილი“ ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს. ქარხანა დღე-ღამეში 500 ტონაზე მეტ ნედლეულს გადაამუშავებს და დასაქმდება 350 მუშახელი (70% ადგილობრივი); ინვესტიციის მოცულობა ერთ მილიარდ ლარამდეა. კომპანია ქარხნის მშენებლობაზე 600-700 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.