დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ინიციატივით სამოქალაქო აქტივობის ფარგლებში საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოები შესრულდა სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ხობის ჰოსპიტალისა და ხობის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიწმინდა ფეხით მოსიარულეთა მისასვლელები და კიბის საფეხურები.
ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილების პრობლემა არ არსებობს.