8 მარტს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის მიერ გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ცენტრთან არსებულმა სხვადასხვა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ და ქალბატონებს 8 მარტი და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.