15-17 სექტემბერს, სასტუმრო ანაკლიაში ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებაზე საინფორმაციო შეხვედრები გამართა ხობის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს და მესტიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.
მონაწილეები გაეცნენ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საერთაშორისო პრაქტიკას, ეროვნულ კანონმდებლობას და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების პრაქტიკული განხორციელების საკითხებს. ტრენინგებს ფინანსთა სამინისტროს აკადემიისსერტიფიცირებული ტრენერი გიორგი მესხორაძე უძღვებოდა. გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების შესახებ დაგეგმილი ღონისძიებები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.