ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას.
კამპანია 1991 წლიდან იღებს სათავეს, ის 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორის დღეს იწყება და სრულდება 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიისფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ:
27 ნოემბერი 11:00 საათი - საინფორმაციო კამპანია ქალაქში - საინფორმაციო მასალების დარიგება - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გენდერული თანასწორობის საბჭო.
1 დეკემბერი 11:00 საათი - შეხვედრა ფერტილური ასაკის ქალებთან და მამაკაცებთან - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი - ასოციაცია ჰერა XXI.
1 დეკემბერი 14:00 საათი - შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან, თემა „ნაადრევი ქორწინება და რეპროდუქციული ჯანმრთელობა“ - ხობის მუნიციპალიტეტი მე-2 საჯარო სკოლა, ასოციაცია ჰერა XXI.
4 დეკემბერი 11:00 საათი - სექსუალური შევიწროების არსი და მისი პრევენციის მნიშვნელობა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტი, ანა სალდაძე.
8 დეკემბერი 10:30 საათი - შეხვედრა სამეგრელო ზემო-სვანეთის 8 მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, თემა „გენდერული მეინსტრიმინგი - გენდერული გავლენები“ - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი - ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე.
8 დეკემბერი 13:00 საათი- ნახატების გამოფენა, „ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ -ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზის ფოიე, ქალთა ფონდი „სოხუმი“.
8 დეკემბერი 13:30 საათი- ფორუმ თეატრი- ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზი, ქალთა ფონდი „სოხუმი“.