საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის ორგანიზებით კახეთში სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“ ჩატარდა ტრენინგი „გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანისმის განვითარება ადგილობრივ თვითმმართველობებში“.
ტრენინგის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობებში გენდერულ საკითხებში მრჩევლის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით ტრენინგში მონაწილეობდა საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი სანათა სიჭინავა.