15 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა, სადაც მოსმენილ იქნა ინფორმაცია წინა წლებში გენდრეული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ და განხილულ იქნა 2022-23 წლებში განსახორციელებელი გეგმა, გენდერული თანასწორობის შესახებ განათლება-ცნობიერების გაზრდის მიზნით დასაგეგმი ღონისძიებები. საბჭოზე ასევე დაისვა საკითხი საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე, რაც წევრების მხრიდან ერთხმად იქნა მხარდაჭერილი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საბჭოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.