5 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა. სხდომას ხელმძღვანელობდა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი.
საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ქალთა ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობას, გენდერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.