18 დეკემბერს, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში ჩატარდა ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი''ს სასპორტო სკოლის ღია ტურნირი კრივში 2001-2003 წწ და 2004-2008 წწ დაბადებულ ჭაბუკთა შორის.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულოს,
ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და
(ა)აიპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის” ორგანიზებით გაიმართა.
შეჯიბრის მიზანია სპორტული ოსტატობის ამაღლება და კრივის პოპულარიზაცია,
პერსპექტიული და ნიჭიერი მოკრივეების გამოვლენა. ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო
საპრიზო ადგილზე გასული მოკრივეები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ