საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 15 მაისს ფოთისა და ხობის ეპარქიაში პირველ მაისის სამონასტრო კომპლექსისათვის პატრიარქის ესკიზით შექმნილი დედა ღვთსმშობლის წმინდა ხატი ჩამოაბრძანეს, რომელიც ეპარქიის სხვადასხვა ტაძრებში იქნა მიბრძანებული, ხოლო 28 მაისს პირველი მაისის ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმინდა დიდმოწამე გიორგის, წმინდა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედის ნიკოლოზის სახელობის ტაძრის დღესასწაულზე მონასტერში დააბრძანეს. წირვას ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ლოცვის შემდეგ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დამოძღვრა მრევლი და ღვთისმშობლის ხატს შეავედრა ერი.