ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ საგანმანათლებლო რესურსცენტრს, პედაგოგებს, მშობლებს და განსაკუთრებით მოსწავლე- ახალგაზრდობას, რომელთა უპირველესი მოვალეობა ქვეყნის წინაშე, სწავლა-განათლებაა, თქვენ უნდა განავითაროთ თქვენი ინტელექტუალურ- შემეცნებითი პოტენციალი, ფიზიკური და სულიერი თვისებები, ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგჭირდებათ, რათა სწორად განსაზღვროთ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური, ინტელექტუალური და პოლიტიკური ინტერესები. თქვენ ის თაობა ხართ, რომლებმაც უნდა შექმნათ ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავალი, თქვენ ცოდნის მწვერვალების დაუფლებით, შეძლებთ თავად შექმნათ ღირებულებები და შეუერთდეთ თავისუფალ მსოფლიოს ღირსეულ მოქალაქეებად. ხელისუფლება მუდამ იზრუნებს თქვენი მრავალმხრივი განვითარებისათვის საჭირო გარემოს შექმნისათვის, სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისა და განათლების ხელშეწყობაზე. გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს, ღმერთმა გაგაძლიეროთ და მოგმადლოთ ნიჭიერება და სწავლისმოყვარეობა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.