ძვირფასო ხობელებო! გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას, მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის შემომტანი ყოფილიყოს 2018 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!
განსაკუთრებით მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, რომლებიც დღესასწაულს გაჭირვებაში ხვდებიან, დაე, ეს ახალი წელი ყოფილიყოს მათთვის წინსვლისა და გაძლიერების წელი! მინდა გჯეროდეთ, რომ ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, განხორციელდება კიდევ უფრო მეტი ეფექტური და მნიშვნელოვანი მომავლის პროექტები...დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, შრომითა და ურთიერთსიყვარულით, ჩვენ შევძლებთ უკეთეს პირობებში ვიცხოვროთ და გავხდეთ თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრები ერთიანი, ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელით!
კიდევ ერთხელ მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას!
პატივისცემით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა