3 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მასშტაბით აფხაზეთის ომში შვილდაკარგულ,საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებულ გმირთა, მრავალშვილიან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დედებს, უხუცეს და მედიცინის მუშაკ ქალბატონებს ესტუმრნენ, მიულოცეს დედის დღე და მოკრძალებული საჩუქრები და თაიგულები გადასცეს, თითოეულს ბედნიერი დედობა, შვილთა სიმრავლე სიხარული და ბედნიერება უსურვეს. ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში 3 და 8 მარტის დღესასწაულებთან (დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღეს) დაკავშირებით მრავალშვილიან დედებზე და უხუცეს ქალბატონებზე გაიცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება, საერთო ჯამში 11 100 (თერთმეტი ათას ასი) ლარის ოდენობით.
დედის დღე საქართველოში საქართველოს პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 1991 წლიდან აღინიშნება. დედობის დაცვა და მხარდაჭერა ქვეყნისა და საზოგადოების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან დედობა განსაკუთრებული როლია. საქართველოში უმთავრესად ქალები იღებენ ბავშვზე ზრუნვასა და პასუხისმგებლობას, რომელიც დადებითად აისახება თითოეული ოჯახის და სახელმწიფოს კეთილდღეობაზე.