ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს. ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საფუძველი განათლებული და გონიერი მომავალი თაობაა, რომლის ღირსეული აღზრდა მნიშვნელოვანწილად თქვენზეა დამოკიდებული. დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემას და მადლიერებას თქვენს მიმართ და გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებული მომავალი თაობების აღზრდას.
პატივისცემით
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე