ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ და მოღვაწე ეთნიკური უმცირესობის წევრებს და აღნიშნავს: „მეგობრებო, გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, პირველ რიგში ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი საერთო ქვეყნის - საქართველოს სიყვარული, რომელსაც ერთად ვაშენებთ, დასაფასებელია ის შრომა, რასაც თქვენ ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის აკეთებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას“.