გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. ყველა ქალს გისურვებთ ბედნიერებას, საუკეთესო წლებს, კარიერულ წინსვლას და გარემოს, სადაც შეძლებთ თქვენი უფლებების სრულ რეალიზებას!
უმნიშვნელოვანესია თქვენი წვლილი ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისა და საყოველთაო კეთილდღეობის მშენებლობის პროცესში.
ბოლო წლებია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად უჭერს მხარს და უერთდება სახელმწიფო პოლიტიკას ქალთა უფლებების დასაცავად. ჩვენ ვიზიარებთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელობას და მხარს ვუჭერთ თანასწორუფლებიანობას!
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ წლებს!
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ფოტოზე: პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები. 1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში 130 დეპუტატი შედიოდა, აქედან 5 ქალი იყო