სკოლებში დღეს ბოლო ზარი დაირეკა! ძვირფასო ახალგაზრდებო! დიდი სიყვარულით გილოცავთ, თქვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დამთავრებას, რომელსაც ახლავს მშობლიურ სკოლასთან
განშორების სევდიანი სიხარული...
წინ გელოდებათ ძალიან საინტერესო, ბედნიერი სტუდენტური ცხოვრება. გამარჯვებებით გევლოთ მეცნიერების მწვერვალების დაძლევის რთულ და ღირსეულ გზაზე!
გისურვებთ წარმატებებს!
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე