6 მაისს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჯაპიშაქრის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან და ტაძრის მოძღვართან ერთად აღავლინა.
საზეიმო წირვა ლოცვას მრევლთან ერთად, პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.