19 აპრილს, პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ქალაქ ხობის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე ქარიატის ფეხბურთელთა გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი გურიფულის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და გოგა ბერაიას ოჯახის წევრებთან ერთდ ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა