19 აპრილს, გოგა ბერაიას სახელობის სტადიონზე გაიმართა 2008 წელს აგვისტოს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის ტრადიციული - რიგით მე-6 საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა ხეთისა და ხობის საფეხბურთო გუნდებს შორის, სადაც მატჩის ძირითადი დრო დაფიქსირდა ფრედ 1:1 ხოლო პენალტების სერიით ტურნირის გამარჯვებული გახდა ხობის გუნდი. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო თასები და სიგელები.