24 აპრილს, პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა 2008 წელს აგვისტოს ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის ტრადიციული რიგით მერვე გათამაშება მინი ფეხბურთში.
სპორტულ ღონისძიებაში ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხობისა და ხეთის საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ხობის გუნდმა მოიპოვა.
ტურნირს გოგა ბერაიას ოჯახის წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამარჯვებულებს სამახსოვრო თასები და სიგელები გადაეცათ.