4 აგვისტოს სტარტი აიღო 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტების, გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის რიგით მეცხრე გათამაშებამ მინი ფეხბურთში. ტურნირი საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში 6 გუნდი მონაწილეობს. ფინალური შეხვედრა 8 აგვისტოს ხეთაში გოგა ჭითანავას სახელობის სტადიონზე გაიმართება.