დღეს, 8 აგვისტოს ხეთის მინისტადიონზე გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული 2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგიკულად დაღუპული გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის ტურნირის ფინალური მატჩი მინიფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ წინაგოლისა და ხეთის (ცენტრის) გუნდები, შეხვედრა ხეთის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი პირველი მაისის გუნდი გახდა. გამარჯვებულ გუნდს სპეციალური თასი, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სიგელები და სპეციალური პრიზები გადაეცათ. ფინალურ მატჩს გ. ჭითანავასა და ლ. ტურავას ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.