ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ, ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურსა და შუა ხორგის ადმინისტრაცულ ერთეულებში სოფლად, თემთა განვითარების სააგენტოს“ ოფისებში მზის ენერგიაზე მომუშავე კონდინციონერები, წყლის გამათბობელი, ენერგოღუმელი, ხილისა და ბოსტნეულის საშრობები და სხვა ტექნოლოგიური პროდუქტები დაათვალიერეს. მზის ენერგიაზე მომუშავე ტექნიკა, პროექტის ფარგლებში 1000-ზე მეტმა მოქალაქემ დაამონტაჟა საცხოვრებელ და საოფისე ფართებში. გუბერნატორმა ხამისკურში დაფნის მცირე საწარმოც დაათვალიერა. ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ (RCDA) 1997 წელს მცირე ფერმერების ჯგუფის, ფერმერთა საკრედიტო კავშირების, კოოპერატივების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფუძნდა. რომელსაც როსტომ გამისონია წარმატებით ხელმძღვანელობს. ორგანიზაციის აქტივობებში სხვადასხვა სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების ექსპერტები არიან ჩართულნი.