სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
ქარიატა-შუა ხორგის დამაკავშირებელი 7-კილომეტრიან გზის მონაკვეთზე იგება ცემენტბეტონის საფარი, პროექტის ღირებულება შეადგენს 3 მილიონ 570 ათას ლარს, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს შპს „პრაიმ ბეტონი“ახორციელებს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ხორციელდება.
ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებს დასრულდა. აღნიშნულ მონაკვეთზე დაგებულია ბეტონის საფარი, პროექტი გარდამავალია, სამუშაოებს შპს ,,მიმდემი“ ახორციელებს.
ახალი ხიბულა-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 მილიონ 492 ათას ლარს, აღნიშნული პროექტიც გარდამავალია, სამუშაოებს შპს „პრაიმ ბეტონი“ ახორციელებს. აღნიშნულ სოფლებში გზები წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.