მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებაზე 259 საჯარო დაწესებულებიდან 43 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დასახელდა. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო სამ შეფასებით კრიტერიუმში მიღებული უმაღლესი ქულებითა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებლით სიგელით დაჯილდოვდა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა.