ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლონეთის სოლიდარობის ფონდის“ ორგანიზებით, ჩართულობის მექანიზმების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოსა და მერიის სამსახურის უფროსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას ფასილიტატორი ნანა გოგოხია უძღვებოდა.
პროექტის ,,იყავი აქტიური, იყავი ჩართული“ მიზანია წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდა ჩართულობის მექანიზმის შესახებ, ტრენინგებისა და საინფორმაციო კამპანიის გზით. ასევე სამოქალაქო ბიუჯეტის მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობა წალენჯიხასა და ხობში.
პროექტის მხარდამჭერია პოლონური ორგანიზაცია ,,სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში”.