ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მსოფლიოში იმუნიზაციის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2014 წლის 22-26 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება, იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. ამ მიზნით ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში და სკოლამდელ დაწესებულებებში მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ატარებს ლექცია-საუბრებს პროფილაქტიკური აცრების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.