ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულს
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლებული საჯარო სკოლა აქვს. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტის მიხედვით, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
დასრულებული სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დავათვალიერეს.