31 მარტს ქ. ბათუმში გაიმართა კონფერენცია თემაზე, ,,ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვა’’. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვა და სხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე ედიშერ ჯობავა და მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია. საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის სტრატეგიას, ამ მიმართულებით ჩატარებულ თუ ჩასატარებელ ღონისძიებებს.
კონფერენცია გახსნა ქ. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერმა მაკა მეშველიანმა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.