9-18 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტში „ინტელექტ-შოუ 2013“ ჩატარდა. ზონების მიხედვით ჩატარებულ პირველ ტურში გამოვლინდნენ ფინალში მონაწილე შემდეგი გუნდები: საჯიჯაოს „ოდაბადე“, პირველი მაისის „ჩხაია“, საგვიჩიოს „ამბიცია“, ზემო ქვალონის „ფლაგმანი“, ხობის „ფესვები“. შესარჩევ ტურში გამოვლინდა ყველაზე ინტელექტუალური ახალგაზრდული გუნდი თორსა-დღვაბის - „იმედი“, რომელმაც ჟიურის სიმპატია დაიმსახურა და გუნდმა უფლება მოიპოვა მოწვეულ სტუმრად ფინალში მიეღო მონაწილეობა.
ფინალში, დაძაბულ პაექრობაში მესამე ადგილი ერგო ხობის გუნდს - „ფესვები“, მეორე ადგილის მფლობელი გახდა ზემო ქვალონის გუნდი „ფლაგმანი“, ხოლო ტურნირის გამარჯვებული გახდა პირველი მაისის გუნდი „ჩხაია“, თორსა-დღვაბის გუნდ „იმედს“ ჟიურისგან სპეციალური პრიზი გადაეცა. გამარჯვებული გუნდების წევრები დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.