საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, პარლამენტის წევრებთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შვედეთის აუდიტის სამსახურის მიწვევით შვედეთში სამუშაო ვიზიტს მართავს. ქართული დელეგაციის წარმომადგენლები შვედეთის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, ასევე გენერალურ აუდიტორს და აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდებიან და ინსტიტუციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.