5 აგვისტოს პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებულ ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა ჟურნალისტ გოგი ბუკიას სახელობის ტურნირი ნარდში, რომელიც მიეძღვნა მისი დაბადებიდან 60 წლის იუბილეს. ტურნირში გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს ტრადიციულად ხობში დაგეგმილ მემორიალურ ღია საერთაშორისო ტურნირში.
ტურნირის გახსნის ცერემონიას სოფლის მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია.