ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში მინი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირის გამარჯვებული „კოლხეთი“გახდა, მეორე ადგილი „ჭალემ“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი „პირველი მერცხალი“ გავიდა.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ქარდავა, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.