ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის ზემო საფარცვანიოს უბანში ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა დასრულდა. პროექტის შესაბამისად 112 მეტრზე მოეწყო გაბიონი. სამუშაოები, საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 43889 ლარი შეადგინა. სოფელ ხამისკურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა მამაცაშვილმა დაათვალიერეს.