ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საქირიოში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული გზის მონაკვეთზე იგება ცემენტო-ბეტონის საფარი.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
პროექტისღირებულება 872 100 ლარია, სამუშაოს შპს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს.