ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან და მერთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად ხობში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკითა და საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ცენტრის მშენებლობაზე 700 ათას ლარამდე დაიხარჯება.
სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო ქალაქ ხობში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 270 ათას ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
ალექსანდრე მოწერელიამ დღესვე ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობზე 250 მეტრიანი საცალფეხო ხიდის მშენებლობა დაათვალიერა. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხით ხორციელდება და მისი ღირებულება 337 000 ლარია. ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.