ქ. ხობში სტალინის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაობი დასრულდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა, რომლის ღირებულებაც 42000 ლარი შეადგინა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ი/მ კახა ჩიქოვანმა შეასრულა. შენობა რომელშიც დევნილთა ამბულატორია განთავსდება აღიჭურვება თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით. პროფესიონალი ექიმები ახლო მომავალში დევნილ მოსახლეობას მოემსახურებიან. დასრულებული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის მოადგილეებმა დაათვალიერეს.