ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ახლადაშენებული საბავშვო ბაგა-ბაღი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ელისო კვიკვინიამ, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორმა ეკა ხასიამ და საკრებულოს წევრმა მზია ლემონჯარიამ დაათვალიერეს.
ორსართულიანი, 60 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საბავშვო ბაღი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა და ახლო მომავალში ოფიციალურად გაიხსნება.